|
2018-11-27 13:01:33, 1519 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობამ სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება გადაავადა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 15 ნოემბრიდან ძალაში შევიდა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე - ცემენტი, არმატურა, ელექტრო კაბელები და პლასტმასის მილები ბაზარზე ზედამხედველობს განხორციელებას. რეგლამენტის თანახმად ამ სამშენებლო პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დადგენილებით დამტკიცებული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის განთავსებას ადგილობრივ ბაზარზე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიუხედევად იმისა, რომ რეგლამენტის მიღებამდე მოხდა ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით (რეგლამენტის პროექტი ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტის საშუალებით, ასევე წინასწარ გაგზავნილი იყო შენიშვნებისათვის შესაბამის ბიზნეს ასოციაციებთან, მოეწყო შეხვედრები ბიზნეს-სექტორთან), აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი კერძო სექტორის სრულად ინფორმირებისათვის. იმპორტიორთა ნაწილისათვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც შექმნა გარკვეული სახის პრობლემები საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით. „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე იმის გამო, რომ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე არ შექმნილიყო სამშენებლო პროდუქტების დეფიციტი და მას შესაბამისად არ მოყოლოდა პროდუქტებზე ფასების ზრდა, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა რეგლამენტის მოქმედების ვადის შეჩერება 2019 წლის 15 იანვრამდე. ამასთან გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ 2019 წლის 15 იანვრამდე დარჩენილი პერიოდი, არის სრულიად საკმარისი, რათა კერძო სექტორი მოემზადოს „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის N476 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების შესრულებისათვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
(NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)