07:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 11:06:40, 2610 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ქერჩის სრუტეში განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს გმობს და ორივე მხარეს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოხატავს შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს. აშშ-ი გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებას. მოვუწოდებთ მოსკოვს დაუბრუნოს უკრაინას ხომალდები, დაკავებული ეკიპაჟის წევრები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც ჩვენს ყირიმის დეკლარაციაშია აღნიშნული, აშშ-ი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მცდელობას“,- ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics