07:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 19:57:08, 2837 ნახვა

მსოფლიო
„მედვედევი პანიკურად ყვირის, მგონი უკვე პუტინი აკონტროლებს სიტუაციას“ - რუსი სამხედროების ჩანაწერი

აუდიოჩანაწერში, რომელიც უკრაინის საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნა, რუსი სამხედროები ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ჩართულობაზე საუბრობენ.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ შექმნილ ვითარებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აკონტროლებდა.

"უნდა დავარტყათ. მედვედევი უკვე ისე პანიკურად ყვირის, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ამ ჯანდაბას უკვე თავად პრეზიდენტი აკონტროლებს", - ისმის აუდიოჩანაწერში.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics