|
2018-11-26 19:20:30, 1246 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს
იუსტიციის მინისტრისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. თეა წულუკიანმა როს უილსონს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისათვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, აგრეთვე წარმატებული პარტნიორობა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა (DOJ) და სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსთან (INL). თეა წულუკიანმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო სამინისტროს ხელმძღვანელობით მომუშავე უწყებათაშორისი საბჭოოების საქმიანობას სისხლის სამართლის, მართლმსაჯულების, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, სამართლიანი არჩევნების თუ სხვა სფეროებში. მინისტრმა ამერიკელ ხალხს ერთგული მხარდაჭერისა და დამხამრებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს კიდევ უფრო ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, იუსტიციის სამინისტროსა და აშშ იუსტიციის სისტემებს შორის მჭირდო თანამშრომლობა გაგრძელდება. შეხვედრაზე განხილულ იქნა ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში მომავალი 2019 წლის თებერვალში. აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელან შეხვედრას მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე, გოჩა ლორთქიფანიძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. როს უილსონი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ნოემბრიდან ასრულებს. ის იყო აშშ-ის ელჩი თურქეთსა და აზერბაიჯანში, დიპლომატიური საქმიანობას ეწეოდა პოლონეთსა და რუსეთში.
(NS)
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)