05:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 17:56:15, 1504 ნახვა

სამართალი
ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე დიპლომატიური კორპუსის და NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს აგრძელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლის სტატუსით იქნებიან წარმოდგენილი.

მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს პოლიციის მიერ, როგორც პირველი ტურის განმავლობაში, ასევე, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს. ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ აღნიშნულ თემაზე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია NDI-ის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. მათ, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნული გამოძიებების ფარგლებში იმ ბრალდებულების შესახებაც ისაუბრეს, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო.

შეხვედრაზე მხარეებმა არჩევნების პერიოდში მომხდარ სამართალდარღვევებზე დაწყებული გამოძიებები და მათი შედეგები განიხილეს.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი არჩევანის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics