|
2018-11-24 12:10:16, 582 ნახვა
რეგიონი
სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული და ძლევიჯვრის მაგისტრალური არხების ტრაპეციული და მართკუთხა კვეთები სრულად მოპირკეთდება მონოლითური რკინაბეტონით; მოეწყობა ჰიდროტექნიკური ნაგებობები. ასევე, გათვალისწინებულია არხებიდან გამომავალი გამანაწილებლების რეაბილიტაცია. სამუშაოები უზრუნველყოფს 1215 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ირიგაციას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. აღდგენილი სისტემით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფელ ფხვენისის, ქვემო ხვითის, შინდისის, ყელქცეულის, ბრეთის მეურნეობის, ძლევიჯვრისა და დირბის მოსახლეობა ისარგებლებს. რეაბილიტირებული არხები წყალს მიაწვდის სალთვისის სარწყავი სისტემის გ-2 გამაწილებელ არხს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და თვითდინებით მორწყვის საშუალება ექნება 2928 ჰექტარ სავარგულს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და 2019 წლის ივლისში დასრულდება. პარალელურად, გ-2 გამანაწილებელი არხის რეაბილიტაციაზე დაწყებულია დეტალური პროექტის მომზადება, რომლის დასრულების ვადაა 2019 წლის აპრილი, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია 2019-2020 წლებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)