2018-11-24 11:41:21, 2814 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ცნობილი ჟურნალისტი და აქტივისტი მოკლეს
სირიის პროვინცია იდლიბში ცნობილი რადიოწამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი რაედ ფარესი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტს შეიარაღებული პირი ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კაფრანბელში დაესხა თავს.
მედიის ცნობით, ჟურნალისტი დამოუკიდებელი რადიო სადგურის, Fresh-ის დამფუძნებელია, რომელიც მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფ რეგიონში მაუწყებლობდა.
რაედ ფარესი და მისი რადიო წარსულში ჯიჰადისტების სამიზნე იყო. ფარესის რადიო 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დაარბიეს, 2016 წელს კი ფარესი ალ-ქაიდასთან დაახლოებულმა დაჯგუფებამ „ნუსრას ფრონტმა“ დააკავა. ამის მიუხედავად ფარესს საქმიანობა არ შეუწყვეტია. ის ამბობდა, რომ ხალხისთვის ბრძოლას ყველაფრის მიუხედავად გააგრძელებდა.
ავტორი: ,