21:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 16:16:54, 3125 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა, „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

აღიარება თიბისი ბანკმა პერსონალური მომსახურების სფეროში მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და საუკეთესო საბანკო სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო. 

„საამაყოა ასეთი საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან საპატიო ჯილდოს მიღება. ეს ჯილდო დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას და მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

ფინანსური  ჟურნალების, „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) ჯილდო ყოველწლიურია და ის საბანკო სექტორის იმ ლიდერ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ასევე  მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ და მაღალი ხარისხის პერსონალური საბანკო მომსახურებით გამოირჩევიან.

თიბისი ბანკი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის უკვე მეოთხედ დაჯილდოვდა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics