|
2018-11-23 15:10:23, 1401 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო: არავის ვურჩევდი, რომ ექიმების ღირსების შელახვას ეცადოს!
„ექიმები ის ადამიანები არიან, ვინც პოლიტიკური ნიშნით კი არა, ბრძოლის ველზე დაჭრილ მოწინააღმდეგეს და მოსისხლე მტერსაც კი, აღმოუჩენენ დახმარებას. ასე რომ, ასეთი საუბარი, უბრალოდ, მიუღებელია და არავის არ ვურჩევ ამის გაკეთებას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძისთვის სამედიცინო დახმარების დაგვიანებით აღმოჩენის შესახებ შეფასებას. მინისტრის თქმით, ამ ტიპის განცხადებები მედიკოსებისთვის ღირსების შემლახავია. „მე გუშინ მოვისმინე გარკვეული შეფასებები, რომელზეც გაოცებული ვარ. როგორ შეიძლება, ადამიანს ენა მოუბრუნდეს იმაზე, რომ თქვას, ექიმმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახმარება შეგნებულად, პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ აღმოუჩინა. ამაზე მძიმე შეურაცხყოფა მე ექიმისთვის უბრალოდ არ ვიცი და არავის ვურჩევდი, რომ ექიმების ღირსების შელახვას ეცადოს!“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. მან დაშავებულის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააცნო ჟურნალისტებს ინფორმაცია. მინისტრის თქმით, პაციენტს ინტენსიური მკურნალობა უტარდება. „პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ასეთი დაზიანებების შემდეგ, პაციენტებს სჭირდებათ ინტენსიური თერაპია. ახლა ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას, რადგან ასეთი დაზიანებები ხანგრძლივ მართვას მოითხოვს“,- განმარტა მინისტრმა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)