13:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 10:44:29, 877 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საკრებულოში ღონისძიება „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამშვიდობო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ღონისძიება სახელწოდებით „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ გაიმართა.

ღონისძიებაზე მოეწყო წიგნის „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ პრეზენტაცია. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და მასში სახალხო დიპლომატიის როლის გაძლიერებაზე, ხაზი გაესვა ამ პროცესებში სამშვიდობო პლატფორმის შექმნის აუცილებლობას.

პარალელურად, საკრებულოს შენობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო.

ღონისძიების ბოლოს წიგნის შექმნაში მონაწილე ყველა პირს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, წიგნის „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ ავტორთა ჯგუფი და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics