13:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 00:59:16, 1090 ნახვა

საზოგადოება
აქტივისტი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით დაარბიეს

„ქართული ოცნების“ აქტივისტი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით დაარბიეს.

როგორც ჩიკვაიძე ყვება, დღის პირველ ნახევარში, სახლში დაბრუნებულს კარი გატეხილი, ნივთები კი გადმოყრილი დახვდა.

დაზარალებული აცხადებს, რომ სახლიდან არაფერი წაუღიათ, მათ შორის არც ძვირფასეულობა და არც თანხა.

გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ის ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა პოლიტიკურ გადაცემებში, როგორც მმართველი გუნდის მხარდამჭერი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებს სოციალურ ქსელშიც ტვირთავს, რის გამოც, მისი თქმით, ე.წ. ბოტების თავდასხმის სამიზნე ხშირად გამხდარა.

ჩიკვაიძე ყვება, რომ რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილის შტაბთან მას შკლიაროვის ე.წ. ბანდის წევრები დაემუქრნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics