|
2018-11-23 00:54:44, 5601 ნახვა
სპორტი
ჟურნალისტი გვანცა ფიფია - „რუსთავი2“-მა რაც ახლა პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით აჩვენა, ყველა ზღვარს სცდება
რამდენი დღეა, ვაკვირდები და ხმას არ ვიღებ იმაზე, რაც პირადობის მოწმობების გარშემო ხდება. „რუსთავი 2“-მა რაც ახლა აჩვენა და გააკეთა, ყველა ზღვარს სცდება, – ამის შესახებ ჟურნალისტი სააგენტო "აქცენტის" დამფუძნებელი გვანცა ფიფია სოციალურ ქსელში წერს. „დიახ, წალენჯიხაში, საპასპორტო სამსახურში ახლა არის დედაჩემი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიეთ. დედაჩემი მაგ სამსახურში წლებია, მუშაობს – იმაზე ადრე, ვიდრე „ქართული ოცნება“ მოვიდოდა. ყველა ტესტირება გაიარა (100–დან 99–98 ქულებით) და მადლობის წერილებიც უდევს სახლში. ჟურნალისტობა არ არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ. იცით, ეს დღეები ამ ცილისწამების გამო რა გამოიარა? იცით, ამ ასაკამდე ისე მოვიდა, ცხოვრებაში ერთი ტყუილი არ უთქვამს და არც არასდროს არავის ,,კაცი“ და კადრი ყოფილა?! იმისთვის, რომ ის ეკეთებინა და პირნათლად შეესრულებინა ყოველთვის თავის მოვალეობა, არც „ნაცების“ ლობისტობა სჭირდებოდა, არც „ქოცების“ და საერთოდ, არც ერთი პარტიის. უბრალოდ არაპროფესიონალიზმია ასე ცალსახად, ხელაღებით მიუვარდე და არქივის დოკუმენტებს პირადობები ეძახო და ცილი დასწამო ადამიანს. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, უსამართლობაზე თვალი არასდროს დამიხუჭავს, არც ერთი პარტიის, თუ ჩინოვნიკის მიმართ სუბიექტური არასდროს ვყოფილვარ. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ის დედაა და მე სუბიქტური ვარ. არა, ის მართლა თავისი საქმის პროფესიონალია და საერთოდ არაფერია სიმართლის ნატამალი იმაში, რაზეც დღეს მას უწევს თავის მართლება. დედა აუცილებლად მიმართავს სამართლებლივ გზას მისი სიმართლის დასადასტურებლად და აუცილებლად მოგიწევთ პატივისა და ღირსების შელახვისთვის პასუხისგება“,-წერს ჟურნალისტი გვანცა ფიფია სოციალურ ქსელში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)