|
2018-11-22 16:16:32, 1545 ნახვა
კომენტარი
გომელაური პანკისის სპეცოპერაციაზე: მინდა მოვუყვე ხალხს, რა იგეგმებოდა - დრო მოვა და ყველაფერს ფარდა აეხდება
„თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, ჩვენ ვიტყვით, რომ კი ჩვენ შევიტანეთ ხელყუმბარა? რა თქმა უნდა იყო, ჰქონდათ ყუმბარა. პროკურატურა იძიებს და ვერ ვიტყვი ღიად, არ შემიძლია ბევრ რაღაცაზე საუბარი, თუმცა, ძალიან მინდა, ბევრი დეტალი მოვყვე“, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ხდება დნმ-ის აღმოჩენა, ხოლო თითის ანაბეჭდი გამოუსადეგარია ექსპერტიზისთვის. „თითს ანაბეჭდზე ამომწურავ პასუხს ალბათ ექსპერტიზა გაგცემთ. მე არ ვარ ექსპერტი, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამოდის დნმ. თითის ანაბეჭდი იყო, თუმცა იყო უვარგისი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. ხდება, როცა თითის ანაბეჭდი არ არის ვარგისიანი, რათა მოხდეს დადარება სხვა თითის ანაბეჭდთან. მე როგორც ვიცი, ჩემთვის როგორც ცნობილია, არ აღმოჩნდა ვარგისიანი. მე ექსპერტი არ ვარ და ზუსტად ვერ აგიხსნით, ამიტომ ექსპერტიზამ უნდა ახსნას ეს. რაც შეეხება ხელყუმბარას, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, ჩვენ ვიტყვით, რომ კი ჩვენ შევიტანეთ ხელყუმბარა? რა თქმა უნდა იყო, ჰქონდათ ყუმბარა. პროკურატურა იძიებს და ვერ ვიტყვი ღიად, არ შემიძლია ბევრ რაღაცაზე საუბარი, თუმცა, ძალიან მინდა, ბევრი დეტალი მოვყვე. დრო მოვა ალბათ, როდესაც ყველაფერს ფარდა აეხდება, ეს გამოძიებაც რომ დასრულდება. არ ვგულისხმობ ხელყუმბარის შეტანა-გამოტანის თემას. ამას პროკურატურა დადებს – ხელყუმბარა შეიტანეს თუ არა, ჰქონდა თუ არა ანაბეჭდი, იყო დნმ თუ არა, თუმცა, რაც შეეხება დაკავებას, იყვნენ თუ არ იყვნენ ის ადამიანები ბრალდებულები, ამას ყველაფერს აეხდება ფარდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დღესვე გამეხსნა ეს თემა და ხალხისთვის მეჩვენებინა თუ რა მოხდა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ამასთან, მისი განმარტებით ე.წ. ტერორიზმის საქმეში უამრავი მტკიცებულებაა. „ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. ეს ერთ-ერთი თემაა, რომელზეც ვერ ვისაუბრებ ახლა და რომელსაც ფარდა აეხდება, თუ რას გეგმავდნენ საქართველოში, თბილისში. მაგრამ არ მაქვს ამაზე საუბრის უფლება. ამ თემაზე მარტო კადრები არ არის, იქ უამრავი მასალაა. კადრებიც არის და უამრავი მტკიცებულებაა – ტელეფონის ზარები, კონტაქტები, მისი აღებული ნომრები და უამრავი რაღაც, რომელზეც ღიად ვერ ვსაუბრობ, თუმცა იმედია, ოდესმე გასაჯაროვდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)