23:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 19:10:06, 1247 ნახვა

კომენტარი
​ციხელაშვილი: ოკუპანტი ქვეყნის კულტურის სამინისტრო რომ აქტიურობს, გასაკვირი არ არის

„თუკი ვინმე ვერ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამისთვის იქნება კანონიერი საფუძველი,“- ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის 3 მოქალაქის საქართველოში არ შეშვების საკითხს. 

ციხელაშვილისთვის გასაკვირი არ არის, რომ "ოკუპანტი ქვეყნის კულტურის სამინისტრო, საქართველოში გარკვეული აქტივობების მართვას ცდილობს".

„ოკუპანტი ქვეყნის კულტურის სამინისტრო რომ რაღაცებს აქტიურობს, გასაკვირი არ არის. ჩემთვის საერთოდ უცნობი და გაუგებარია, რა პაემანზეა საუბარი რუსეთთან. რაც შეეხება პირების არშემოშვების ფაქტს, მე მაქვს სრული ნდობა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, რომ ისინი კანონის ჩარჩოში მოქმედებენ, შესაბამისად, თუკი ვინმე ვერ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამისთვის იქნება კანონიერი საფუძველი. რაც შეეხება რუსეთის სხვა მოქალაქეებს, მილიონ-ნახევარი ტურისტი ჩამოდის წლის განმავლობაში და არავის პრობლემა არ ექმნება. თუ კანონდარღვევაა, მაშინ სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის კანონის შესაბამისად იმოქმედებენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის 3 მოქალაქე, რომლებიც თბილისში „სპუტნიკის“ მიერ მხარდაჭერილ კინოფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არ შემოუშვეს. შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მათ მიერ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics