2018-11-21 14:58:58, 505 ნახვა
რეგიონი
2013 წლიდან დღემდე, აჭარაში საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ სტიქიით დაზარალებულ 472 ოჯახს გადაეცა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2013-2018 წლებში აჭარის მთავრობის მიერ სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარელებული ოჯახებისათვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებელი ფართი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცა 472 ოჯახს, საცხოვრებელი სახლი/ბინა თანადაფინანსებით შეიძინა 325 ოჯახმა, განხორციელდა 11 სოციალური სახლის მშენებლობა/რეაბილიტაცია.
აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა/მშენებლობისა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის გამოიყო 6 826 898 ლარი, აქედან მიზნობრივი დახმარება გაეწია1 895 ოჯახს.
(NS)
ავტორი: ,