11:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 11:54:33, 868 ნახვა

საზოგადოება
„ზედაზენის“ ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და  ქართული ლუდის კომპანიის, „ზედაზენის“ ორგანიზებით, 20 ნოემბერს  „ზედაზენის“ ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა "ზედაზენის" ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერეს და განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით ქართული ბიზნესისთვის გახსნილი სხვადასხვა პერსპექტივები. 

"საქართველოში საქმის კეთება შესაძლებელია - ეს არის კომპანია ,,ზედაზენის’’ დამფუძნებლის, ბატონ ცეზარ ჩოჩელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. დღეს ჩვენ ვიხილეთ თანამედოვე სტანდარტებით აღჭურვილი ქარხანა, დავესწარით წარმოების პროცესს და დავრწმუნდით, რომ ზედაზენის წარმოებული პროდუქციის ხარისხი მართლაც საუკეთესოა",  - განცხადა საქართველოს ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

"ქართული ლუდის კომპანიას’’ აქვს ამბიცია იყოს ლიდერი არა მარტო ქართულ ბაზარზე, თავისი წარმოებული პროდუქციის ხარისხით, არამედ ქვეყნის გარეთაც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელს უშუალოდ აცნობ თუ სად და როგორ ხდება პროდუქციის წარმოება, რაც წარმოადგენს ამ წარმოების ძირითად ფუნდამენტს", - აღნიშნა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ დაარსების დღიდან ახორციელებს გასვლით ვიზიტებს საბჭოს წევრ კომპანიებში. პროექტის მიზანი ქართული პროდუქციის, წარმოებისა და თანამედროვე სერვისების პოპულარიზაციაა.


 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics