|
2018-11-19 18:37:06, 2218 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: უნდა შეიქმნას გაყიდვის სამსახურები, რომლებიც კლასტერში გაერთიანებული კომპანიების პროდუქტს გაიტანენ საექსპორტო ბაზრებზე
„ჩვენ რომ ავეჯის წარმოების ინდუსტრია განვავითაროთ, უნდა გავაძლიეროთ ექსპორტი. ამისთვის გვჭირდება შევქმნათ სპეციფიკური ინსტრუმენტები, რომ მწარმოებლები საქართველოდან დავაკავშიროთ ისეთ საექსპორტო ბაზრებთან, როგორიც არის ჩინეთი, ევროპა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები" - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც „ხელოსნების ქალაქში" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა ავეჯის მწარმოებელთა კლასტერში, სადაც 200-მდე კომპანიაა გაერთიანებული, რამდენიმე საწარმოც დაათვალიერა. „საექსპორტო ბაზრებზე წვდომა არის მნიშვნელოვანი საკითხი. იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ, ძალიან კარგია კლასტერული მიდგომა. ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ცენტრალიზებული გაყიდვის სამსახურები, რომლებიც კლასტერში გაერთიანებულ კომპანიებს შეკრებენ და მათ საქონელს გაიტანენ საექსპორტო ბაზრებზე " - განაცხადა მინისტრმა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, ნინო ჩიქოვანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სექტორში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც პალატის ძირითადი ფუნქციაა. „ჩვენ ვართ მედიატორი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და მოხარული ვარ, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში იმართება ავეჯის მწარმოებელთა შეხვედრა მინისტრთან, სადაც ყველას ეძლევა საშუალება, ღია კითხვა-პასუხის რეჟიმში დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და კითხვები დაუსვან მინისტრს" - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.
(NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)