|
2018-11-19 14:31:30, 1447 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: სასიხარულოა, რომ 600 ათასზე მეტი ოჯახი, რომელსაც უსამართლო ვალები დაუგროვდა, ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს
"დღეს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი წარუდგინა", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ განმარტა, აღნიშნული "პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად ხელისუფლება თვეების განმავლობაში მუშაობდა". "სასიხარულოა, რომ 600 ათასზე მეტი ქართული ოჯახი, რომელსაც უსამართლო ვალები დაუგროვდა, ახალ წელს დავალიანების გარეშე შეხვდება და ეკონომიკური თვალსაზრისით ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ბანკებისგან და საფინანსო ორგანიზაციებისგან სრულად გამოისყიდის მოქალაქეთა ამ დავალიანებას და 15-დან 31 დეკემბრამდე პერიოდში 600 ათასზე მეტი ადამიანის დავალიანებას გაანულებს. ხაზს ვუსვამ, ამ დავალიანების ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი ქართუ და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება. საუბარი შეეხება ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან მოვალეთა რეესტრში და მათი დავალიანების დარჩენილი ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ასეთი კი შავ სიაში მყოფ ადამიანთა 95%-ია და მათი დავალიანების ჯამური თანხა მილიარდ ნახევარ ლარს უტოლდება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვარებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მოაგვარებს ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს, მათ შორის წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ამ ტიპის უმძიმეს პრობლემებს", - განაცხადა მდინარაძემ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ამ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს და დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ სიღარიბის დაძლევას და შევქმნით ღირსეული ცხოვრების პირობებს თითოეული ადამიანისთვის!
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)