2018-11-19 10:24:00, 578 ნახვა
რეგიონი
გზის გაფართოების მიზნით გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა 14:00 საათამდე აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობსი მონაკვეთზე, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
“ საავტომობილო გზის გაფართოვებისათვის საჭირო ღონისძიებების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, 2018 წლის 19 ნოემბრის 14:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ,