03:48 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-18 18:48:16, 2095 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, წარსულში  ნასამართლევი  გ.გ. და  1980 წელს დაბადებული, წარსულში ბინის ქურდობისთვის ნასამართლევი - ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. თბილისში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში კარის საკეტის გამღები ინსტრუმენტის  - ე.წ. "ატმიჩკის" გამოყენებით, უკანონოდ შეაღწიეს და მასში არსებული ნივთების დაუფლებას ცდილობდნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი ბინაშივე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები და კუსტარულად დამზადებული კარის საკეტის გამღები მოწყობილობა  ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics