2018-11-17 11:53:52, 4062 ნახვა
მსოფლიო
ხანძარი კალიფორნიაში - დაიღუპა 71 ადამიანი, 1000-მდე კი, დაკარგულია
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლმა ქალაქი პარადაისი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის თავიდან აშენებაა საჭირო.
მედიის ცნობით, 1000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ხანძრის გავრცელების ფართობი 57 ათას ჰექტარს აჭარბებს. ცეცხლმა თითქმის 7 ათასამდე შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ცნობისთვის, ხანძარს კალიფორნიაში უკვე 1 კვირის განმავლობაში ებრძვიან.
ავტორი: ,