22:33 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 19:23:55, 2037 ნახვა

კომენტარი
თეიმურაზ გორჯესტანი - მუქარის გამო, გადავწყვიტე, თბილისში ჩამოვსულიყავი, რომ როგორც ქართველმა კაცმა, დედაჩემი დავიცვა

„გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, რომ ვიყო დედაჩემთან“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გორჯესტანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი მისი ოჯახის მიმართ გაჟღერებული მუქარაა.

„როგორც იცით, გასულ კვირას, მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. ამ მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო ამ მუქარის გამო, გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, რომ ვიყო დედაჩემთან და დედაჩემი დავიცვა. ეს არის ჩემი გაგება, თუ რა არის საქართველო. ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა. ამის გამო, არჩევნებამდე ვიქნები და არჩევნებამდე დავრჩები, იმიტომ, რომ ეს არ არის ნორმალური არჩევანი, ეს არის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა, რომ ის საბჭოთა წარსული  არ დაბრუნდეს, ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომ მომავალი, ევროპის მომავალი ავირჩიოთ და ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან  ვიქნებით და თავისუფლად, ერთად დავიცავთ ჩვენ  თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს“, - აცხადებს თემიურაზ გორჯესტანი.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics