2018-11-16 14:38:35, 4375 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ევროკავშირს შუა თითი აჩვენა [ვიდეო]
რუმინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფლორინ იორდაკემ ევროკავშირის ინსტიტუტებს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შუა თითი აჩვენა, - ამის შესახებ RT იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ამ ფორმით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საკუთარი პროტესტი გამოხატა ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წინააღმდეგ.
„ევროკავშირის აბსურდული მოთხოვნები, რომელიც უცნობმა ექსპერტებმა გააჟღერეს, რუმინეთის სასამართლო სისტემას დაბლოკავენ და ბუქარესტს აიძულებენ, მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნაზე ახალი კანონი გააუქმონ“, - განაცხადა იორდაკემ და დასძინა, რომ მთავრობა საკუთარ პოლიტიკას ევროკავშირის წნეხის მიუხედავად გააგრძელებს.
ავტორი: ,