22:33 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 12:53:52, 1573 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: აშშ-ის მოვალეობის შემსრულებელს ვუთხარი, როგორ გარდაიქმნა ეს კამპანია ბნელ საბჭოთა კამპანიად

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან უილსონს წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. 

"შევხვდი ამერიკის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სულ ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში, 2 კვირაა თუ არცკი; რომელსაც ჰქონდა მანამდე მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან და პირველი მე შემხვდა, რომ მესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს მეორე ნახევარში. მე ავუხსენი, რა მდგოამრეობაში დაიწყო საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ ეს ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის კამპანია, როგორ გადაიქმნა ეს კამპანია ბევრად უფრო ბნელ საბჭოთა კამპანიად, ვიდრე ის, რასაც მე ვისურვებდი. ამის შესახებ ძალიან ბევრი დეტალები გავაცანი მე მას, თუნდაც ის ბოლოდროინდელი მუქარები, რომლებიც მათ შორის, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ასევე ამერიკის მოქალაქეა და ეს მისთვის აუცილებლად სათქმელი იყო, რომ სცოდნოდა. ასევე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტის, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენად რთული იყო ამ თემების და პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის გამომდინარე იქედან, თუ როგორ ჩატარდა ეს კამპანია და რამდენი ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საელჩოში დღის განმავლობაში განცხადება გაკეთდება. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics