2018-11-16 09:19:41, 2937 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნია მასშტაბურ ხანძარს ებრძვის - დაიღუპა 66 ადამიანი, 600-ზე მეტი კი, დაიკარგა [ვიდეო]
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლმა ქალაქი პარადაისი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის თავიდან აშენებაა საჭირო.
მედიის ცნობით, 631 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ხანძრის გავრცელების ფართობი 55 ათას ჰექტარს აჭარბებს. ცეცხლმა თითქმის 7 ათასამდე შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ცნობისთვის, ხანძარს კალიფორნიაში უკვე 1 კვირის განმავლობაში ებრძვიან.
ავტორი: ,