18:55 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 10:37:46, 1683 ნახვა

ეკონომიკა
ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტში მგზავრთნაკადი 61% გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 159 მგზავრს მოემსახურა.

რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61% მეტია (2017 წელი - 99 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ რაჭა, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. 

ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი - 518 მგზავრი). 

ნოემბრის თვეში, ამბროლაურის მიმართულებით რეისებინატახტარიდანდაპირიქით, კვირაში ორჯერ: პარასკევსა და კვირას სრულდება. ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებითფრენისღირებულებაზრდასრულებისთვის 50ლარია. 3-დან 12 წლამდეასაკის მოზარდებისთვის - 35 ლარი, ხოლო 3 წლამდეჩვილებისთვის მგზავრობაუფასოა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics