|
2018-11-12 14:04:15, 1929 ნახვა
სამართალი
თბილისში, ორ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "თანასწორობის მოძრაობა" ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გამთენიისას, 02:00 საათზე მოხდა. მათივე მტკიცებით, დაახლოებით 4-7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდნენ ტრანსგენდერ ქალებს. მათ დაზიანებები მიყენებული აქვთ სახისა და თვალის არეში, დაზიანებული აქვს ყბის ძვლები, მიღებული აქვთ ტვინის შერყევა. დაზარალებული ტრანსგენდერი ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს, უწყებაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ცნობისთვის, ერთერთი დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” საველე ოფიცერია. იგი ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, მათ შორის სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების, ცხოვრების გაუმჯობესებაში და მათ სხვადასხვა სერვისის მიღებაში ეხმარება. შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ტრანსფობიურ ნიადაგზე არაერთი ადამიანია დაზარალებული, მათ შორის ორი ტრანსგენდერი ქალი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)