02:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 13:54:11, 1892 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი ზურაბიშვილზე: არამგონია მართლა რომელიმე სამხედრო ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მას და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. 

როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მას არ სჯერა, რომ ზურაბიშვილს ემუქრებიან.

"არამგონია მართლა რომელიმე სამხედრო ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს, ეს დიდი ალბათობით ტყუილია, როგორც ბევრი სხვა რამ. თუ ამ განცხადებას რამე საფუძველი აქვს, პოლიცია და სუს-ი მათ ხელშია და მიაკვლიონ, ის კი უტყუარი ფაქტია, რომ მოღალატე სალომე ნამდვილად ემუქრება ჩვენ გმირ სამხედროებს ციხეში ჩასმით იმისთვის, რომ მათ დაიცვეს სამშობლო და ამას ის ვერანაირი ვირეშმაკობით და თავის მოკატუნებით ვერ გადაფარავს", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.  შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics