|
2018-11-12 12:44:28, 2176 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს უმასპინძლა
ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება - ამ ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან შეხვედრისას ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ნატო საქართველოს კომისიის ფარგლებში წარდგენილი ინიციატივის - ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბრის ძირითად თემას აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაც წარმოადგენდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაური საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)