|
2018-11-12 09:39:13, 2189 ნახვა
სამხედრო
„დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ ნატო-ს ხომალდების ერთობლივ საზღვაო წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა. სწავლებებში მონაწილეობდა: აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გადმოცემული ხომალდები - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 5 ხომალდი - "FGS RHEIN" (გერმანია), "TCG ERDEMLI" (თურქეთის რესპუბლიკა), "BRG STIBAR" (ბულგარეთი), "ROS DIMITRIE NICOLESCUE" (რუმინეთი) და "SPS TURIA" (ესპანეთი). აღსანიშნავია, რომ „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ მსგავს სწავლებებში პირველად მიიღეს მონაწილეობა. საზღვაო წვრთნები მოიცავდა ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს, ძებნა-გადარჩენის სწავლებებსა და ყოფილი ნაღმსაშიში საზღვაო რაიონების შემოწმებას. ერთობლივი სწავლებები ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. წვრთნები მიზნად ისახავდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)