05:49 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-11 18:39:22, 1420 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - პატრიარქის ინიციატივა საინტერესოა

პატრიარქის ინიციატივა საინტერესოა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, 

"მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება. ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები. საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს ქალაქისა და თბილისელებისთვის ამ მიმართულებით", - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

მეტეხის ხიდთან სანაპირო მთლად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics