19:51 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 11:31:38, 466 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებმა ნაძალადევის რაიონში დასუფთავების აქცია მოაწყვეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომლებმა და ბენეფიციარებმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში დასუფთავების აქცია მოაწყვეს. 

აქციის ფარგლებში, სანზონაში, ყოფილი მერვე საავადმყოფოს მიმდებარედ არსებული  ტყე-პარკი დასუფთავდა.

დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა „თბილსერვის ჯგუფმა“ გამოყო. აქტივობაში ჩართულები იყვნენ არასრულწლოვნები სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან. მოზარდებმა ტერიტორიიდან გაიტანეს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე  სხვა სახის ნარჩენები.

აქციაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, ცენტრის დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველოს „ახალგაზრდულ კლუბის"  ბენეფიციარები და "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა „თბილსერვის ჯგუფმა“ გამოყო.

აქტივობაში ჩართულები იყვნენ არასრულწლოვნები სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან. პროგრამა „ახალგაზრდული კლუბის" მიზანია დანაშაულის თავიდან არიდება და ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა. „ახალგაზრდული კლუბი" თბილისში, მედიაციის სახლში ფუნქციონირებს. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა კანონსაწინაღმდეგო ქცევის  ჯგუფებს მიკუთვნებულ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება. ცენტრი კოორდინაციას უწევს ამ კატეგორიის ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო უწყებების საქმიანობასაც. დასუფთავების აქციის მონაწილეები მოსახლეობას თხოვნით მიმართავენ, დაიცვან სისუფთავე და ნარჩენები შესაბამის კონტეინერებში მოათავსონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics