05:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 21:13:41, 1395 ნახვა

საზოგადოება
ბაღდათში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზება მოხდება

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზება ხვალ, დილიდან მოხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა.

"სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს. ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხვალ, დილიდან მოახდენს მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზებას. ადგილზე რჩება 55 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის 20-ზე მეტი თანამშრომელი. მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics