02:06 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 13:19:01, 1819 ნახვა

სამართალი
გარდაბანში 2 პირი დააკავეს, რომლებიც მოქალაქეს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების მუქარით თანხას სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  1993 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1999 წელს დაბადებული რ.მ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-დან „ექსპრესნიუსს“ აცნობეს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, 1981 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თანხის გადახდას სთხოვდნენ.

სამართალდამცველებმა ჯ.მ. თანხის გადაცემის დროს, რ.მ. კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“  ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics