2018-11-08 16:08:26, 813 ნახვა
რეგიონი
ფურტიოში რაგბის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ფურტიოში, რაგბის სპორტულ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შუახევის მერიაში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რაგბის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
34 320 ლარის სამუშაოებს შპს ,, ჯაბა“ აწარმოებს. პროექტი ადგილობრივი მერიის დაფინასებით ხორციელდება, რომელიც რაგბის მოედნის ტერიტორიის კეთილმოწყობა და დამცავი კედლის ჩამოსხმა ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებმა დაათვალიერეს.

(NS)
ავტორი: ,