2018-11-08 16:06:01, 503 ნახვა
რეგიონი
სოფელ ნიგაზეულში კლდის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
შუახევიის მერიის ინფორმაციით, სოფელ ნიგაზეულში, უშარიძეების უბანში არსებული კლდე არამდგრადი ქანების ჩამოშლისა და ქვათაცვენის გამო საშიშროებას წარმოადგენდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე, გზის ამ მონაკვეთზე მოძრავი ავტოტრანსპორტისათვის.
კლდიდან ჩამონაშალი ქანები აზიანებდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებსაც.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ხორციელდება კლდის ფერდის დაშლის და გატანის სამუშაოები. რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და გზით მოსარგებლე ავტოტრანსპორტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სამუშაოებს შპს ,,გიგა 2015“ აწარმოებს. პროექტის ღირებულებაა 18 029 ლარი.
(NS)
ავტორი: ,