|
2018-11-08 13:01:13, 984 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მოსახლეობას ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი გააცნო
ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ ჩოგბურთის კორტები არსებობდა, დედაქალაქს დაუბრუნდება. ტერიტორიაზე თბილისის მერია ახალ სპორტულ კომპლექსს მოაწყობს. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას პირადად გააცნო და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს უცხოურმა კომპანიამ განაშენიანების მიზნით შეისყიდა. ტერიტორიის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით კი, მფლობელებთან მოლაპარაკება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ, შეთანხმებით დასრულდა. „უცხოელ მესაკუთრესთან მოლაპარაკებები, დაახლოებით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია, სადაც ადრე კორტები არსებობდა, 2009 წელს გასხვისდა. უცხოელ ინვესტორს აღნიშნული ნაკვეთის გარდა, ზემოთ ასევე, ჰქონდა მიწის ნაკვეთი, სადაც დღეს საავტომობილო გზა გადის, თუმცა მას საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაართვეს. ქალაქის განვითარების ინტერესები პრიორიტეტულია, მაგრამ როდესაც საქმე კერძო საკუთრებას ეხება, პირადად ჩემთვის და ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მისი ჩამორთმევა კატეგორიულად მიუღებელია. კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა და ადგილი, სადაც ადრე სპორტული ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული, ქალაქს უბრუნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა პროექტის დეტალებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, 2019 წლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. „აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა - ჩოგბურთის კორტები, მინი საფეხბურთო მოედნები და თუ შესაძლებელი იქნება, საცურაო აუზიც მოეწყობა, რომლითაც, არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლები ისარგებლებენ. დღეს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ქალაქში, მწვანე სივრცეები, სკვერები, პარკები და სპორტული ინფრასტრუქტურაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი და ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ.
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)