2018-11-07 15:30:09, 497 ნახვა
რეგიონი
შუახევში სტადიონის გაფართოებითი სამუშაოები მიმდინარეობს
შუახევში, დაბის ცენტრალური სტადიონის გაფართოებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს არსებული სტადიონის საერთაშორისო სტანდარტებში მოყვანას.
სამუშაოებზე 44 999 ლარია გათვალისწინებული, კლდოვანი გრუნტის დაშლას და გატანას შპს "ნანგრუპი" აწარმოებს.
მიმდინარე სამუშაოები შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
სამომავლოდ იგეგმება სტადიონის კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა მოედნის საფარი, ღობეები, სამაყურებლო სკამები და განათება.
(NS)
ავტორი: ,