|
2018-11-07 14:37:41, 1452 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: რეალურად არჩევნების პირველი ტური მე მოვიგე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ "რეალურად საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მან გაიმარჯვა". Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საკუთარ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმების დაახლოებით 15% მოუმატა. "რეალურად მოვიგე პირველი ტური. სიმართლე რომ გითხრათ, არ დავიწყებდი ციფრებით სპეკულირებას, თუ რამდენი პროცენტი დააკორექტირა ე.წ. ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ეს დაახლოებით 15%-ის ფარგლებშია. ეს იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს, დიდი პატივისცემის მიუხედავად, წარმოუდგენელია, რომ მისთვის ხმა მოსახლეობის 38%-ს მიეცა. თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ თანხის ის მოცულობა, რაც ე.წ. ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებზე დახარჯა", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ ინტერვიუში. ჟურნალისტის შეკითხვაზე: "ფიქრობთ, რომ ეს შედეგები საქართველოს მოქალაქეებში თქვენი პოპულარობის ნიშანია თუ ამის მიზეზი მათგან დაღლაა, ვინც ახლაა მთავრობაში", ვაშაძე ასე უპასუხა: „ყველაფერი ერთად. ამ წლის 20 ივლისს, ჩვენ - 8 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთიც ახლა გვერდით ზის, ჩავსხედით მანქანაში და საქართველოს მასშტაბით 3000-კილომეტრიანი მოგზაურობა დავიწყეთ. და მაშინ ჩვენ ჩვენ თავს ვუთხარით, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ. მე მიცნობენ ჩემი გაწეული სამუშაოთი, როცა 5 წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. მე მოვამზადე და წარმატებულად განვახორციელე კამპანია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შესახებ. ამასთან, ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები 58 სახელმწიფოსთან, რომლებთანაც მანამდე არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვქონია. ხელი მოვაწერე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებებს ჩემი ქვეყნისთვის, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას.“, - განაცხადა ვაშაძემ.
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)