|
2018-11-07 12:58:37, 1195 ნახვა
საზოგადოება
ინაშვილი: ჭკუას ნუ გვასწავლის ნურც თინა გამყალბებლოვა და ნურც დავით კომუნისტინი, სირცხვილია
2015 წლის საგარეჯოს არჩევნები გააყალბა ხელისუფლებამ, რომელიც თავად სულ დაჩაგრული იყო სააკაშვილის არჩევნებში,- ამის შესახებ, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ, ირმა ინაშვილმა საკუთარი Facebook- ის გვერდზე დაწერა. ინაშვილი ხალხს მოუწოდებს, რომ თინა ხიდაშელის და მისი მეუღლის, დავით უსუფაშვილის მსგავს ხალხს არ ენდონ. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი აღნიშნავს, რომ 2015 წელს, საგარეჯოს არჩევნები სწორედ თინა ხიდაშელის დამსახურებით გაყალბდა. "2015 წელი. თუ არ ვცდები, 31 ოქტომბერი. თავდაცვის მაშინდელი მინისტრი "ქართული ოცნების" საგარეჯოს საარჩევნო შტაბში იჯდა და ჯარისკაცთა 500 ხმით გაყალბებულ არჩევნებში "გამარჯვებას" ზეიმობდა. მე- უჯარმის საარჩევნო უბანზე ნაომარი, ტალახში ამოსვრილი კანდიდატი, გაყინულ- გათოშილი, ჩემს ალალ-მართალ მხარდამჭერებთან ერთად, თბილისისკენ დავიძარი. გზაში ვფიქრობდი: ეს არჩევნები გააყალბა ხელისუფლებამ, რომელიც თავად სულ დაჩაგრული იყო სააკაშვილის არჩევნებში. არჩევნები გააყალბა თინა ხიდაშელმა, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში მუდმივად წუხდა,- არჩევნები ყალბდებაო. მაშინ, ერთეულების გარდა, რეაქცია, პროტესტი არავის ჰქონდა. პროტესტი ჰქონდა ხალხს, ერთ დღეში რუსთაველის ძეგლთან 18 000 კაცი შეიკრიბა. საგარეჯოს 2015 წლის არჩევნებში იმდენად დიდი და თვალსაჩინოიყო უსამართლობა, რომ ხელისუფლებამ ამას გვერდი მაინც ვერ აუარა და ე.წ. სპეცუბნები ამის შემდეგ გააუქმა. წლები გავიდა. წეღან სახლში შემოვედი და ტელევიზორში თინა ხიდაშელს მოვკარი თვალი. არ ენდოთ ასეთ ხალხს. მათი სიტყვა შორსაა გულწრფელობისა და სიმართლისაგან! არც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარეა სინამდვილეში ფასეულობებისათვის მებრძოლი კაცი. ცოლის მიერ გაყალბებულ არჩევნებზე ისე გაიტრუნა, ასეთ კაცს ივანიშვილმა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეობა როგორ ანდო, დღემდე რებუსია ჩემთვის... ან თინა ხიდაშელს რომ თავდაცვის მინისტრად ნიშნავ, რატომ არ ფიქრობ, რომ ეს საკადრო კომედია, პირველ რიგში, ჯარს აზიანებს და აკი დააზიანა კიდეც- ავღანეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცები საგარეჯოს არჩევნებში დანაშაულის თანამონაწილედ აქცია. არ გავიხსენებდი ამ ფაქტს. დამარხული მაქვს გონებაში... მაგრამ ჭკუას ნუ გვასწავლის ნურც თინა გამყალბებლოვა და ნურც დავით კომუნისტინი, სირცხვილია, უბრალოდ. მეტი - არაფერი’’, - წერს ირმა ინაშვილი.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)