|
2018-11-06 14:57:19, 2044 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: ოთარ ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზეც დაიკითხება
პროკურორ ემზარ გაგნიძის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზეც დაიკითხება. როგორც პროკურორმა აღნიშნა, "ომეგა ჯგუფის“ საქმე აქტიური ძიების პროცესშია და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ უწყება საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ამასთან, გაგნიძემ დაადასტურა, რომ ფარცხალაძე ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული ამ დრომდე არ არის. "მინდა განვაცხადო დეტალურად, რომ "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით ჩატარდება ყველა ის საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. როგორც უკვე აღვნიშნე, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც ახლა აქ ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, აღარ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ოთარ ფარცხალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება", - განაცხადა გაგნიძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)