19:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 14:43:22, 1655 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი, ასეთია მთავარი „პახანის“ ტარიფი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს ეხმაურება. 

როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძეს საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. 

"ივანიშვილმა, რომელმაც გუშინ 800 ათასი ამომრჩეველი რევანშისტად გამოაცხადა, დაიწყო ახალი იაფასიანი ტრიუკების გამოგდება...ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი. არა ივანიშვილის კორუფციის, არამედ აუდიტის ხელმძღვანელის ბარში ცემის საქმეზე. პარალელურად,ახალქალაქის მოძალადეები 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ასეთია მთავარი "პახანის" ივანიშვილის დადგენილი ტარიფი ცემაზე. სწორედ, ივანიშვილის ჯიბეში წავიდა 3 მილიარდი ლარი საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამ საქმეში, რა თქმა უნდა, იყენებდა ფარცხალაძეს, მაგრამ ეს ფული მაინც მთლიანობაში მასთან მიდიოდა და არა ფარცხალაძესთან...ველოდებით ახალ მსგავს ხუმრობებს ქუმსიშვილთან და 1-2 წვრილფეხასთან მიმართებაში. აბა, უჩას და თავად ბიძინას ვინ გაუბედავს... ივანიშვილს აქვს პრინციპი თავისთვის - "მე მინუს ყველა".. ხოლო,ჩემი პრინციპია-ყველა მინუს ივანიშვილი!", - წერს ყოფილი პრეზიდენტი. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics