|
2018-11-05 18:46:21, 1414 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და სწორად შეაფასა ის სიტუაცია, რაც გვაქვს
ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და სწორად შეაფასა ის სიტუაცია, რაც გვაქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში, ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული აქცენტები სრულად ასახავს საზოგადოებაში არსებულ განწყობას. “ჩვენ კონკრეტული გზანილი მივიღეთ საზოგადოებისგან და ბუნებრივია, მას სჭირდება კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. საზოგადოება საჭიროებს სწრაფ შედეგებს, გვეუბნება, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები. ჩვენ ამ ცვლილებებისთვის მზად ვართ, გავიაზრეთ ეს გზავნილი, ვიცით რა არის გასაკეთებელი და როგორ უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მოკლე დროში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმა იმ წინაპირობებზეც ისაუბრა, რომლებიც საზოგადოების აღნიშნულ გზავნილს წინ უძღოდა. მისი თქმით ერთ-ერთი არის ის, რომ სამწუხაროდ, საზოგადოებაში სამართლიანობის განცდის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. “მათი გზავნილი არის ძალიან ობიექტური. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამასთან ერთად, გვესმის, რომ ეკონომიკური გამოწვევები ქვეყანაში არსებობს, განსაკუთრებით, რეგიონში გაზრდილი ტურბულენტობის ფონზე, შესაბამისად, საჭიროა ჩვენი სოციალური პოლიტიკის დაკორექტირება და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. გაცილებით მეტი პროგრამაა გასაკეთებელი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის. აუცილებლად შესაქმნელია ახალი შესაძლებლობები ჩვენი პედაგოგებისთვის და ამავე დროს ახალგაზრდებისთვის. სწორედ ახალგაზრდული პოლიტიკა არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრ ეკონომიკურ გამოწვევაზე ვისაუბროთ, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ, ამავე დროს, მინდა დარწმუნდეთ, გვაქვს სრული მზაობა, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ადეკვატურად, ისე, რომ უმოკლეს ვადებში საზოგადოებამ ეს იგრძნოს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძე.
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)