17:32 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 17:56:01, 1908 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება

საქართველოში მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი, - შესაბამისი შეთანხმება “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. 

პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმოში მსოფლიოში  ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება.

შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა კომპანიის მენეჯმენტთან გამართა, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც როგორც ქართულ, ისევე ჩინურ კომპანიებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ  მისცა. 
ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს საექსპორტო პოტენციალს და ჩინეთის საერთაშორისო იმორტის ფორუმს, რომელში მონაწილეობაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს. 

შეთანხმებას, რომელიც საქართველოში ქურთუკების მწარმოებელ საწარმოს შექმნას ითვალისწინებს, ხელი საქართველოს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიის” გენნერალურმა ადირქტორმა სია ტუძიემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრად იგანვითარების მინისტრი გიორგიქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics