00:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 22:02:31, 1822 ნახვა

სამართალი
ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, 5 პირს ბრალი წარედგინა

ახალქალაქში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული:

„30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სსკ-ის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით ბრალი წარედგინა 5 პირს: მ. მ.-ს, კ. მ.-ს,  ე. მ.-ს,  ა. ა.-ს და ა.კ.-ს.

გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარეს, გამოიკითნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მოწმეები და  ის პირები, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდა.

მოწმის სახით ჩატარებულ გამოკითხვებიდან დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე  ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე  სადგურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება საწყის ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც შემდგომში გადაკვალიფიცირდა და 126-ე მუხლის  პირველი პრიმა ნაწილით გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics