|
2018-11-02 17:18:17, 1819 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩები დანიშნა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამუნა ლილუაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ბულგარეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგება, გიორგი შარვაშიძე მუშაობას ნიდერლანდების სამეფოში 2018 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყებს, ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება, ზაალ გოგსაძე უნგრეთში მუშაობას 2018 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგება, მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან დაიწყებს, კონსტანტინე სურგულაძე იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება, ირაკლი კოპლატაძე სლოვენიის რესპუბლიკაში მუშაობას 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყებს, არჩილ კალანდია კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება. გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)