|
2018-11-02 15:52:11, 1067 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: თუ ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტს ჩაიგდეს ხელში, კანაფის კულტივაციის კანონპროექტს უმოკლეს ვადებში დააბრუნებენ
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მთავრობის გადაწყვეტილებას კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საზოგადოების გამარჯვებაა. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს იყო მაგალითი, თუ რა შეუძლია საზოგადოებას თუკი ის გაერთიანდება. "პირველ ტურში საქართველოს მოქალაქის, მთლიანად ქართული საზოგადოების, გაერთიანებული ოპოზიციის და ეკლესიის პოზიციამ ნაყოფი გამოიღო. მილიონმა ამომრჩეველმა უარი უტხრა ივანიშვილს, ე.წ. ქართულ ოცნებას, მილიონმა ამომრჩეველმა აიძულა ის, უარი ეთქვა კანაფის წარმოებაზე, ქვეყნის ნარკოპლანტაციად გადაქცევაზე და ხელისუფლების ნარკო-ბარიგად გადაქცევაზე. დღეს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საქართველოს მოქალაქის წნეხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა და ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის, სამოქალაქო საზოგადოებისა და გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება. თუმცა ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ თვითონ ბატონმა ივანიშვილმა აღიარა, რომ მარიხუანის წარმოება მისი იდეა იყო, რომ ის პირადდად არის ამაში დაინტერესებული, რომ პირადად აპირებს ამ პროექტის განხორციელებას, საკუთარი მოგებისთვის და დარწმუნებული იყავით, თუ მან ხელში ჩაიგდო პრეზიდენტის პოსტი, აუცილებლად, უმოკლეს ვადებში, ისევ შემოიტანს ამ კანონპროექტს პარლამენტში. არასოდეს ოლიგაქრი უარს იტყვის, როგორც ეს თავად განაცხადა, 500% მოგებაზე. მაგრამ ამ მიზანს ივანიშვილი ვერ მიაღწევს, იმიტომ, რომ მეორე ტურში საქართველოს მოქალაქის პოზიცია იქნება ისეთი ცალსახა და მკაფიო, როგორც ეს იყო პირველ ტურში. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)