05:17 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 15:19:47, 1141 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმი NATO-ს სამხედრო ხომალდებს მასპინძლობს

ბათუმის საზღვაო ნავმისადგომში NATO-ს  5 გემის დახვედრის ცერემონია გაიმართა. 

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის შემადგენლობაში შედის გერმანიის, თურქეთის, ესპანეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის საფლაგმანო ხომალდები.

NATO-ს სამხედრო ხომალდები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში არსებული პროგრესი ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში, ზოგადად, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაღრმავებას. ნატოს საერთაშორისო სწავლებებში აქტიური ჩართულობა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც NATO-ს სამხედრო გემების დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

დღესვე, NATO -ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაური, კაპიტანი ფრანკ მაგინსკი და ხომალდების ეკიპაჟის მაღალი რანგის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაზე, რასაც NATO-ს მაღალი დონის სამხედრო ხომალდების საქართველოს ტერიტორიულ წლებში რეგულარული ვიზიტები ადასტურებს. სტუმრებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ერთ სულ მოსახლეზე სამხედროთა რაოდენობით.

ნატოს ხომალდები ბათუმის  ნავმისადგომში 5 ნოემბრამდე დარჩებიან. პარალელურად ბათუმში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია" მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები მონაწილეობენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics