2018-11-02 15:08:58, 2976 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის შეზღუდვას აპირებს
ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის შემდეგ კვირაში საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას მოაწერს ხელს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ტრამპმა განმარტა, თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა უნდა შეზღუდოს, რადგან ლტოლვილები ხელისუფლებას ხშირად ატყუებენ.
მისივე თმით, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, ქვეყანაში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. ტრამპმა დასძინა, რომ სამხედროებს, რომლებიც მან აშშ-მექსიკის საზღვრის დასაცავად გააგზავნა, უფლება აქვთ მიგრანტთა ქარავნიდან ნებისმიერს ესროლონ თუ ისინი ქვებს დაუშენენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ამერიკამ მიგრანტებისგან ქვეყნის საზღვრის დასაცავად სამხედროები გაგზავნა.
ავტორი: ,