|
2018-11-01 15:47:08, 1278 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ზურაბიშვილს და „ოცნებას“ - იღებთ თუ არა „პატრიოტთა ალიანსის“ და „ქართული მარშის“ მხარდაჭერას ?
„მივმართავთ ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“, დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია, იღებენ თუ არა „პატრიოტთა ალიანსის“ და „ქართული მარშის“ მხარდაჭერას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბოკერიას განმარტებით, თუ ხელისუფლება მკაფიოდ არ გასცემს შეკითხვას პასუხს, ეს დაადასტურებს, რომ აღნიშნული ჯგუფები ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებენ. „ბოლო დღეებში, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ხელისუფლების დაკვეთით და შეიძლება არამხოლოდ ხელისუფლების დაკვეთით, ღიად გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ პირდაპირ პუტინის რუსეთთან დაკავშირებული და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მტრულად განწყობილი ძალები. სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერა გუშინ გამოუცხადა „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც მოსკოვში დადის პუტინთან, ღიად ანტიდასავლურია და პირდაპირ საქართველოს თავისუფლების მტერია. ასევე „ქართულმა მარშმა“, მისმა ლიდერებმა და სხვა წვრილ-წვრილმა ჯგუფებმა, რომლის შესახებაც ყველაფერი ცნობილია. ჩვენ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოცნებას, რომ დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია იღებენ თუ არა მხარდაჭერას ასეთი ჯგუფებისგან, როგორიცაა: „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული მარში“, ანუ იღებენ თუ არა მათ მხარდაჭერას, თუ ემიჯნებიან ამ მხარდაჭერას და აფიქსირებენ მკაფიო პოზიციას, რომ ამ ჯგუფებთან საერთო არაფერი არ აქვთ. თუ მკაფიო პასუხს არ გასცემენ ამ კითხვას, კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმას, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ ხელისუფლების დაკვეთით, მათი მფარველობის ქვეშ იყვნენ, მათი შექმნილია ნაწილობრივ მაინც ეს ჯგუფები და დაადასტურებენ კიდევ ერთხელ იმას, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს პატრიოტმა მოქალაქემ ხმა მისცეს სალომე ზურაბიშვილს და რატომ უნდა მოვიდეს ყველა და ხმა მისცეს ოპოზიციის გამარჯვებულ კანდიდატს, იმიტომ რომ გუნდი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ნაირ და „ქართული მარშის“ ნაირ გუნდებს იყენებს გვერდში, რომლისთვისაც მისაღებია ასეთი ჯგუფის მხარდაჭერა. თუ ასეთი ჯგუფები მისაღებია, მაშინ შენც მათი წარმომადგენელი ხარ. თუ არ ემიჯნები მათ, მაშინ ქართული მარშის, პატრიოტთა ალიანსის და პროპუტინული ძალების ლიდერად თვითიდენტიფიცირებას ახდენს ქართული ოცნება და სალომე ზურაბიშვილი. მინდა ვთხოვო მედიას, სადაც შანსი ექნებათ ეს კითხვა დაუსვან მათი გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)